
Caravani.GE
Smith & Weston M&P FPC CA COMPLIANT
სიცოცხლე და ჯანმრთელობა ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რომლის დაცვა და შენარჩუნება ინდივიდის პირადი პასუხისმგებლობაა. ყველა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში უფრთხილდება როგორც საკუთარ სიცოცხლეს ასევე ჯანმრთელობას და ამ პროცესში სხვა პირის მიერ რაიმე აკრძალვის დაწესება დაუშვებელი და ამორალურია.
რა აზრზე დადგებოდით ვინმეს თქვენთვის საჭმლის მიღება რომ აეკრძალა? ეს უტრირებული მაგალითი კარგად გვახვედრებს თუ რა შედეგი დადგება მსგავს შემთხვევაში, თუმცა იმავე შედეგამდე მივალთ თუ პიროვნებას წავართმევთ თავდაცვის ინსტრუმენტს თავდასხმისას. სავსებით სამართლიანად იკითხავთ "საკვები და იარაღი ერთი ხომ არ არის?" ან "საკვები ყოველდღე გვჭირდება და თავს ხომ ყოველდღე არ გვესხმიანო?" ან "როგორ შეიძლება საკვებისა და იარაღის აკრძალვა ერთი და იმავე ჭრილში განვიხილოთო?". ყველა ეს კითხვა ლეგიტიმურია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერთი პიროვნების მიერ საკვების მიღება მეორისათვის საფრთხის შემცველი არ არის.
უნდა გვახსოვდეს რომ ერთი ადამიანის უსაფრთხოების მოტივით მეორე ადამიანისთვის საფრთხის შექმნაც ამორალურია, რადგან სიცოცხლე ყველას ერთი აქვს და იგი ყველასთვის ძვირფასია. ალბათ უკვე მიხვდით, რომ უნდა ვიპოვნოთ შუალედი, როდესაც პიროვნება შეძლებს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, თუმცა ამავდროულად საფრთხეს არ შეუქმნის სხვების უსაფრთხოებას.
სანამ ქირურგს პაციენტზე დამოუკიდებლად ოპერაციის ჩატარების უფლებას ექნება ის ჯერ სწავლობს, ივითარებს უნარებს, გადის პრაქტიკას, თეორიულ შემოწმებას და მხოლოდ ამის მერე ანდობენ მას პაციენტის სიცოცხლეს. სწორედ მსგავსი, მაღალი პასუხისმგებლობით განმსჭვალული მიდგომით უნდა მივუდგეთ იარაღის ლიცენზირებული ტარების საკითხს. იარაღის ლიცენზირებული ტარების მსურველმა უნდა გაიაროს ყველა სახის შემოწმება, რათა გადამოწმდეს რამდენად აქვს მაქვს ცოდნა და უნარი დაიცვას საკუთარი ან გარშემომყოფთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
იარაღის მფლობელთა ასოციაცია მიისწრაფვის დაამკვიდროს პასუხისმგებლობის მაღალი კულტურა, რომლის დროსაც იარაღის ლიცენზირებული ტარების მსურველმა უნდა გაიაროს ჯანმრთელობის შემოწმება, გადამოწმდეს ნასამართლეობის ისტორია, გაიაროს თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.
სანამ ზემოთ ხსენებულ სხვადასხვა სახის შემოწმებაზე ვისაუბრებთ ნათლად ჩამოვაყალიბოთ რას ნიშნავს ლიცენზირებული ტარება. ლიცენზირებული ტარების უფლების მქონე პირს ექნება უფლება სხეულზე დამაგრებული, ჩანთით ან სხვა ფორმით ატაროს მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი და იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა. ამ კონკრეტულ ფორმულირებაში პრინციპულად არ ვაზუსტებთ ტარების წესსა ( ღია | ფარული) და ტარებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების წესებს.
ჯანმრთელობის შემოწმების მიზანია დაადგინოს შეუძლია თუ არა ლიცენზირებული ტარების მსურველს გააცნობიეროს მისი საქციელის ფაქტობრივი ხასიათი, გააცნობიერებს მისი საქციელის შესაძლო შედეგები და აქვს საკუთარი საქციელის კონტროლის უნარი.
შემოწმების პროცესში იბლოკება ნებისმიერ პიროვნება, რომელიც დამოკიდებულია ნივთიერებაზე, რომელიც მას აკარგვინებს სიფხიზლეს (ნარკოდამოკიდებული, ალკოჰოლდამოკიდებული და სხვ). აღრიცხვაზე მყოფ ნარკოდამოკიდებულ და ფსიქოტროპულ წამლების ლეგალურად მომხმარებლებს იარაღის ლიცენზირებული ტარება შეეზღუდებათ მკურნალობისა და რეაბილიტაციის პერიოდში.
ჯანმრთელობის შემოწმების პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გადაამოწმოს პირის რეგისტრაცია ნარკოდამოკიდებულთა, მეტადონის პროგრამაში მონაწილეთა და ფსიქიკურად დაავადებულ პირთა ბაზებში.
ჯანმრთელობის შემოწმების ნაწილი ვერ იქნება პიროვნების ფსიქოლოგიური შემოწმება შემდეგი მიზეზების გამო:
პიროვნების ნასამართლეობის ისტორიის შემოწმების მიზანია დადგინეს თუ აქვს პირს ძალადობისკენ მიდრეკილება და წარსულში ჩადენილი ძალადობრივი დანაშაული. ნებართვის მაძიებელი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონის იარაღის შესახებ 27 მუხლის ნებართვის მაძიებლის შესახებ მოთხოვნებს. პიროვნების დაბლოკვის მიზეზი არ უნდა გახდეს ადმინისტრაციული ან სხვა არაძალადობრივი დანაშაულის გამო დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი.
თეორიული გამოცდის მიზანია დაადგინოს ლიცენზირებული ტარების მსურველის კომპეტენტურობა და იარაღის ტარებასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნის დონე. საგამოცდო საკითხები უნდა მოიცავდეს შემდეგ თემებს:
იარაღის პრაქტიკული გამოცდის მიზანია შეამოწმოს იარაღის ლიცენზირებული ტარების მსურველის პრაქტიკული უნარი უსაფრთხოდ გამოიყენოს იარაღი და საჭიროების შეთხვევაში მიზანმიმართულად შეძლოს საკუთარი და გარშემომყოფების სიცოცხლის/ჯანმრთელობის დაცვა.
პრაქტიკული გამოცდა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
იარაღის მფლობელთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ იარაღის პასუხისმგებლიანი, უნარიანი და განათლებული მფლობელი არის ძლიერი და უსაფრთხო საზოგადოების ფუნდამენტი